უნიკალური გემო.

500-ზე მეტი ყურძნის ჯიში არსებობს საქართველოში.

უნიკალური ყურძნის ჯიშები აძლევენ ჩვენს სპირტიან სასმელებს განუმეორებელ გემოს!

     ღვინისა და დისტილატების წარმოებისთვის ვიყენებთ ქართლის უნიკალურ ჯიშებს, როგორიც არის: ჩინური, გორული მწვანე, შავკაპიტო და თავკვერი.

     ჩინური ანუ ჩინებული ქართლის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და ცნობილი თეთრყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია.

    გორული მწვანე ქართული ვაზის თეთრყურძნიან ჯიშებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ჯიშია. როგორც მისი სახელწოდებიდან ჩანს, გორული მჭვანე ძირითადად ქართლში, უმეტესად კი გორის რაიონშია გავრცელებული.

    შავკაპიტო ქართლის აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია . შავკაპიროს ქართლის თითქმის ყველა რაიონში შეხვდებით.

    თავკვერი წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ადგილობრივი ჯიშია. სახელი დაერქვა მარცვლის ფუძის მობრტყო-კვერისტავისებური ფორმის გამო.

     უნიკალური გემო.

ჩვენი წარმოების მეთოდით ვინარჩუნებთ უნიკალურ, ყურძნისა და ხილის თავისებურ გემოებსა და მათთვის დამახასიათებელ არომატებს.

ღვინის წარმოების მეთოდები.

     ჩვენ ვიყენებთ ღვინის  სხვადასხვა წარმოების მეთოდებს:

    ევროპული – თეთრი და ვარდისფერი ღვინოებისთვის ვიყენებთ მხოლოდ ახლად მიღებულ ყურძნის წვენს ჭაჭის გარეშე.

    იმერული –  თეთრი, ვარდისფერი და წითელი ღვინისთვის გამოიყენება 2-3 დღიანი ჭაჭაზე დაყენება ფერმენტაციამდე.

     კახური მეთოდი – წითელი ღვინის დაყენება ხდება ჭაჭაზე, კლერტის გარეშე, ფერმენტაციის დასრულებამდე.


ძლიერი სპირტიანი სასმელების დამზადების მეთოდი.

     ძლიერი სპირტიანი სასმელების დამზადებისთვის ჩვენ ვიყენებთ ტრადიციული და თანამედროვე მეთოდების კომბინაციას.

ტრადიციული მეთოდი:

ჭაჭის ფერმენტაციას წყლისა და შაქრის დამატების გარეშე.
– პირველნახადი სპირტის მიღება ტრადიციული მეთოდით სპილებძის ქვაბით.
გამოვიყენებთ ადგილობრივ, ბუნებრივ, წყაროს წყალს.

თანამედროვე წარმოების მეთოდები:
განსაკუთრებით სუფთა, მაღალი ხარისხის სპირტის მიღება ფრაქციების მიხედვით ახალგაზრდა ღვინისგან უწყვეტი დისტილაციის სვეტზე.

პირველადად მიღებული ჭაჭისა და ტყემლის ნახადის, ტრადიციული მეთოდით, სპილენძის ქვაბით,  თანამედროვე ფრაქციული გაწმენდა რექტიფიკაციის სვეტზე.


      ეკოლოგიურად სუფთა ღვინის დაყენების ტრადიციების შენარჩუნება.

ჩვენი ღვინოებისთვის:

გამოიყენება ყურძნის ნატურალური წვენი ან ყურძნის წვენი ჭაჭით.
ველური საფუარით ფერმენტაცია.
ბუნებრივი ფილტრაცია (ლექის მოხსნა).
კონსერვანტების გარეშე შენახვა.
– გამოყენებამდე ღვინის ჭურჭელი არ იცვლება.
– ღვინის კუპაჟირება არ ხდება.

ჩვენი სპირტიანი სასმელებისთვის.

ვიყენებთ ტრადიციულ და თანამედროვე წარმოების მეთოდებს:

ჭაჭის ფერმენტაცია წყლისა და შაქრის დამატების გარეშე.
პირველნახადი სპირტის მიღება ტრადიციულად სპილენძის ქვაბით.
განსაკუთრებით სუფთა, მაღალი ხარისხის სპირტის მღება უწყვეტი დისტილაციის სვეტზე.
– თანამედროვე ფრაქციული გაწმენდა რექტიფიკაციის სვეტზე.
– ადგილობრივი წყაროს წყლის გამოყენება.
– დისტილატის დაძველება.
დისტილატის დაძველება მუხის ქერქზე უჟანგავ ფოლადის ცისტერნებში.